×
პასტა
ორცხობილა
ჯემი
ტკბილეული
სნექი
სოუსი
პური
საუზმე
ბაკალეა
ყავა
italiano

ჩვენ შესახებ

აღმოაჩინეთ Italiano - ახალი იტალიური გემო საქართველოში

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Italiano-ში, იტალიური პრემიუმ საკვები პროდუქტების ონლაინ მაღაზიაში. აქ თქვენ დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის, ყველასათვის საყვარელი იტალიური პროდუქტები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა Mulino Bianco, Ferrero, Pasta Rummo და მრავალი სხვა.

ვინ ვართ ჩვენ

Italiano იტალიურ-ქართული ოჯახის წამოწყებაა, რომელიც მიზნად ისახავს იტალიის მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობის, გასტრონომიისა და კულტურის გაზიარებას. ჩვენი მისიაა მოგაწოდოთ ავთენტური იტალიური პროდუქტები, რომლებიც იტალიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ხარისხი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი თითოეული პროდუქტი დამზადებულია ევროკავშირის მიერ დაწესებული კვების პროდუქციის წარმოების შესახებ კანონისა და სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენთან მხოლოდ საუკეთესო ხარისხია წარმოდგენილი.

რას გთავაზობთ

აქ დაგხვდებათ მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, რაც მთავარია ხელმისაწვდომ ფასად. შეიგრძენი ნამდვილი იტალიური გემოები Italiano - სთან ერთად!